სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო - Palitra News

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო

2022-08-04 13:01:14+04:00

უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. სააგენტო კლინიკაში პირველად გუშინ შევიდა. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.