შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ "ქართულ ოცნებას" 48 ოპოზიციონერი დეპუტატი მიმართავს.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის კამპანიაში, სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.
„მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს“ - წერია განცხადებაში.