აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა.
უწყების დე ფაქტო ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო. განმცხადებელმა მიმართვაში დადგენილ საკითხზე თავისი პოზიცია უნდა მოიყვანოს და მისი სამართლებრივი საფუძველო წარმოადგინოს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთზე საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მიმდინარე წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.