აშშ-ის სენატმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. მედიის ცნობით, სენატმა ხმების რაოდენობით 2/3-ს გადააჭარბა, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტების რატიფიცირებისთვის საჭირო იყო.
ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას 95 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 1 სენატორი იყო.ჯო ბაიდენის განცხადებით ეს ისტორიული კენჭისყრა იყო და ალიანსი მზადაა გამოწვევებს შეხვდეს.