დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა მართა. განხილვის საგანს, დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი წარმოადგენდა, რომელზე დაყრდნობითაც მმართველი გუნდი ქართული კანონის დაწერას აპირებს. უკრაინული კანონი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება. მათ შორის შესაბამისი პირის პოლიტიკაში ჩარევისა და დიდი ოდენობით ფინანსური რესურსის კომპონენტები.