ევროკავშირმა ახალი 16 მილიონი ევროს ოდენობის ანტიკრიზისული პაკეტი მიიღო. დახმარების მიზანს უკრაინაშ განათლების ხელმისაწვდომობა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირების დახმარება წარმოადგენს. თანხები უკრაინაში ონლაინ სწავლების პლატფორმის მხარდასაჭერად და უსაფრთხო სასწავლო სივრცის საჭიროების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.