ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია ვიზ ეარი-მა პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა. განახლებული რეისის პირველ მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, Wizz Air კვირაში ერთხელ იფრენს.