ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაში ევროინტეგრაციის კომიტეტის მსგავსად წამყვანი როლი საგარეო კომიტეტს არ აქვს - გიორგი ხელაშვილი - Palitra News

ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაში ევროინტეგრაციის კომიტეტის მსგავსად წამყვანი როლი საგარეო კომიტეტს არ აქვს - გიორგი ხელაშვილი

2022-08-05 09:00:29+04:00

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიაჩნია, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაში ევროინტეგრაციის კომიტეტის მსგავსად წამყვანი როლი საგარეო კომიტეტს არ აქვს.

გიორგი ხელაშვილი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების კოორდინირების მიმართულებით ყევლა მიმართულებით ჩართულები არიან.

ხელაშვილი განმარტავს, რომ ძირითადი მიმართულება ტერმინების განმარტება და 12 პუნქტის შინაარსის დადგენაა. ხელაშვილის ინფორმაციით, აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან კომუნიკაციის პროცესში.