გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა, რომელმაც გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ირკვევა, საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, გაცვალონ ინფორმაცია მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე.