თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ყირიმ კონგოს შემთხვევების მატება ფიქსირდება. ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი განმარტავს, რომ საქართველო ინფექციის ენდემური კერაა, ამიტომ შემთხვევები ყოველ წელს ვლინდება. ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექცია საკმაოდ საშიში და სერიოზულია თუმცა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში შემთხვევების მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია.