ქალაქ ტორეცკში რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. დაჭრილს შორის 3 ბავშვია. ამასთან, რუსულმა ძალებმა დააზიანეს ტაძარი, რომლის შედეგად სასულიერო პირია დაშავებული. დაიმობმა საცხოვრებელი კორპუსებიც.
რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს. ქალაქის მერის ინფორმაციით თავდასხმის სამიზნე ნემიშლიანსკის რაიონში ადმინისტრაციული შენობა გახდა. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. გამთენიისას, ძლიერი აფეთქებები მოხდა მიკოლაევშიც. ოკუპანტებმა ქალაქის ორი უბანი დაბომბეს.