უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალის" ანგარიში გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ ორგანიზაცია ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებასა და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას ცდილობს. მისივე თქმით, არ შეიძლება, ჰიპოთეტურადაც კი არსებობდეს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე გამართლებული იყოს.