თეთრი სახლი მოსკოვს კალათბურთელი ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის შეთავაზება ასევე ეხება აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანსაც. რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთში მას ბრალად საზღვარზე ნარკოტიკების უკანონო გადატანა დასდეს. ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს.
რაც შეეხება პოლ უილანს, ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.