ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ რიგაში ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით გადაღებული ფილმის "ადმირალი სპადეს" პრემიერა გაიმართა.
ფილმი ლატვიელი საზღვაო ოფიცრის, თეოდორ სპადეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1917 წელს ბათუმში ჩავიდა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ფილმის პრემიერას, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ლატვიაში საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.