საუდის არაბეთში ქალაქ-ცათამბჯენს ააშენებენ, რომელიც მსოფლოში ყველაზე გრძელი ნაგებობა იქნება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.„სარკისებრი ხაზის“ მშენებლობის გეგმის შესახებ პრინცმა მუჰამად იბნ სალმანმა ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, მაგრამ ახლა ჟურნალისტებმა პროექტის შესახებ დეტალების გარკვევა მოახერხეს.ინოვაციური ქალაქი ორ სარკისებრ ცათამბჯენ შორის განლაგდება, რომელთა სიგრძეც 120-179 კილომეტრი იქნება, სიმაღლე კი 500 მეტრი, რაც ეიფელის კოშკისა (330 მეტრი) და ემფაიერ სთეით ბილდინგზე (450 მეტრი) მეტია. მშენებლობას 50 წელი და 1 ტრილიონი აშშ დოლარი დასჭირდება. თანხის ნახევარს საუდის არაბეთის მთავრობა საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით გეგმავს.„სარკისებრი ხაზი“ 5-9 მილიონ ადამიანზეა გათვლილი. ეს ეკოლოგიურად სუფთა, ავტომობილებისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი ქალაქი იქნება. მისი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ენერგიის განახლებად წყაროებზე იმუშავებს, იქ გამწვანების მრავალი ზონა და ზომიერი კლიმატი იქნება, ბუნებრივი ვენტილაციით. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე მიღწევას კი მხოლოდ 20 წუთი დასჭირდება. ქალაქის სიგრძე 120 კილომეტრი იქნება. ამ ეტაპზე მშენებლობის დაწყების თარიღი არ სახელდება.