მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული ნაბიჯი ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს გააძლიეროს ვირუსზე რეაგირების ზომები მარეგულირებელი ბარიერების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დღემდე მაიმუნის ყვავილის 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა.