საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება დასრულდა. ჩვენი გუნდი უკვე უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში იმყოფება და დღეს მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს. უნგრეთთან 6 აგვისტოს მეორე შეხვედრაც გაიმართება, თუმცა მას უფრო სავარჯიშო ხასიათი ექნება. სლოვენიაში გატარებული 10-დღიანი მოსამზადებელი პერიოდით ნაკრების ბერძენი თავკაცი, ილიას ზუროსი კმაყოფილია.
ჩვენი ნაკრები უნგრეთში 16 კალათბურთელით ჩავიდა. დღევანდელ მატჩში გუნდს გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და მიხეილ ბერიშვილი ვერ დაეხმარებიან. ბითაძეს ტრავმა აქვს და ამერიკაში იმყოფება.
სანდროს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო თბილისში ჩამოსვლა მოუწია, მიხეილ ბერიშვილს კი ფეხი აწუხებს. ილიას ზუროსის განკარგულებაში დღეს 15 კალათბურთელი იქნება.