6 აგვისტოს მუშტი-კრივის მორიგი ტურნირი გაიმართება - Palitra News

6 აგვისტოს მუშტი-კრივის მორიგი ტურნირი გაიმართება

2022-08-05 10:19:16+04:00

ორგანიზაცია GAMA FC ძველი საბრძოლო ხელოვნების, მუშტი-კრივის გაცოცხლებას აქტიურად განაგრძობს. 6 აგვისტოს, GAMA რიგით მე-5 მუშტი-კრივის სარეიტინგო ტურნირს გამართავს – აღნიშნული ღონისძიება კი უკვე გრან-პრი იქნება, რომლის საპრიზო ფონდიც 5000 ლარს შეადგენს.

GAMA-ს ამჯერად ღამის კლუბი Elektrowerk-ი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ივენთის ქარდი დაკომპლექტებულია საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენებითა და გულშემატკივრებისთვის ნაცნობი ფიგურებით.

მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მძიმეწონოსანი მებრძოლები, ჟორჟიკა ჟორჟოლიანი და სოსო ქოჩიაშვილი დაუპირისპირდებიან.