საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით,საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად 133 351 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ჯართის გატანას შეეცადა. მისი წონა 133 351 გრამი იყო.
დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.