აღმოსავლეთ საქართველოში კალიებთან ბრძოლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, სპეციალიზებული ტექნიკითა და პრეპარატებით ინტენსიურად ამუშავებენ ფართობებს.
აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგოდ 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია, მათ შორის, კახეთში 21 000; ქვემო ქართლში 45 000; , მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში 14 000 ჰა ფართობი.
მაროკოული და იტალიური კალია არის მავნებელი, რომელიც მარცვლოვან კულტურებს აზიანებს და ნათესებსა და ნარგავებს ანადგურებს.