პარლამენტის ვიცე სპიკერი პოლიტიკოსების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვის პროცესს იწუნებს.
დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ამაზე მხოლოდ ექიმები უნდა საუბრობდნენ თუმცა მათ ახლა ამის საშუალება არ ეძლებათ. მეტიც, სერგეენკო მკაფიოდ აცხადებს, რომ ექიმებს საკუთარი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება უნდა მიეცეთ.
პარლამენტის ვიცე სპიკერი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დეპოლარიზაციაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.