სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ბაღის - "ოცნება"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპორტული მოედანი მოეწყო.
მიმდინარე სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.