"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომლის ინფორმაციითაც ომბუდსმენი ნულოვანი რეიტინგით პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, ნინო ლომჯარია ეხმაურება. სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობენ მმართველ პარტიაში მის დისკრედიტაციას. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, შესაბამისად მისი ნაბიჯები არცერთი პოლიტიკოსის კომპეტენციაში არ უნდა შედიოდეს.