საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თანაგუნდელების რიტორიკას იმეორებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების პირდაპირი და ირიბი წახალისება ხდება. შესაბამისი განცხადებით ალუდა ღუდუშაურმა, გიორგი ხელაშვილის ნათქვამს უპასუხა, რომლის მიხედვითაც პარტნიორები არ ემიჯნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომლის მიზანი რუსეთთან ომში ჩართვაა.
ალუდა ღუდუშაური თავდასხმაზე საუბრისას ხელს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლისკენ“ იშვერს და მას ირონიულად ე.წ. „დაღმაშენებელს“ უწოდებს.