ჯანდაცვის სამინისტრო - სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტრო - სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო

2022-08-05 15:15:57+04:00

ჯანდაცვის სამნისტროში განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

უწყების ცნობით სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.