რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა აშშ-სთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს, მაგრამ „იმ ფარგლებში, რომელიც ადრე შეთანხმებული იყო სახელმწიფოს მეთაურების მიერ“.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ პატიმრების გაცვლის პირობების განხილვისთვის არხზე ორი ქვეყნის ლიდერი ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შეთანხმდა.
რუსეთში გუშინ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თებერვალში იგი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, რადგან ხელბარგის შემოწმებისას კანაფის ზეთი აღმოუჩინეს.
ამასთან, რუსეთში სასჯელს იხდის, აშშ-ის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს.