ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
მედია თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, ელჩის დაბარება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციულ ქმედებებს“ უკავშირდება და მიზანი დემარშის გამოცხადებაა.
გუშინ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, „ოპ-ედი“ გამოაქვეყნა, სადაც მან დავის ესკალაციის შესახებ ჩინეთს თვალთახედვა წარმოადგინა.