ჩინეთი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ სანქციებს უწესებს - Palitra News

ჩინეთი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ სანქციებს უწესებს

2022-08-05 15:27:39+04:00

ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების“ საპასუხოდ სანქციებს უწესებს. ჩინეთის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქციები აამოქმედეს პელოსის წინააღმდეგ.

ქვეყნის მთავრობის განცხადებაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად , ნენესი პელოსი მაინც ეწვია ტაივანს.