ბოლო დროს, ქართელი ხალხის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ქსენოფობიური კამპანია აღმოჩდა. სიტყვა ქსენოფობიას კი, ირაკლი კობახიძე - განმარტავს როგორც ზიზღს, რუსეთის მოქალაქეების მისამართით. ქართული ოცნების თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ რუსი მოქალაქეების მიმართ სიძლვილის დათესვა რადიკალური ჯგუფების მიზანია. როგორც აღმოჩდა მდინარაძეც, საკუთარი თანაგუნდელებივით მიიჩნევს, რომ ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება სიბნელე და ქსენოფობიაა. ქართული ოცნების განცხადებებს მალევე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში.