ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტში პირველი საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდა. ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებში ცვლილება შედის, კერძოდ - მოსამართლის შეფასებისას მოხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების არა მხოლოდ რაოდენობრივი კომპონენტის, არამედ მათი რელევანტურობის გათვალისწინებაც. ასევე, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.