ანტიკორუფციული მოძრაობის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ნაცმოძრაობაში. სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა სასამრთლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ შეაფასა. დეპუტატი ამბობს, რომ გამოტანილი განაჩენი შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგით დასრულდეს. მისი განმარტებით „ანტიკორუფციული მოძრაობა“ ხელისუფლების კრიტიკისა და კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასაჯაროვებული მასალების გამო დააჯარიმეს.