სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ხვდებიან - Palitra News

სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ხვდებიან

2022-08-05 20:47:48+04:00

სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვიც იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მთავარი სასაუბრო თემები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება და სირიასთან დაკავშირებული საკითხი იქნება. თავდაპირველად ერდოღანისა და პუტინის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დელეგაციების შემადგენლობის წევრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გათვალისწინებული არ არის.