ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ საქართელოზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. კინზინგერი თვლის, რომ ქართველებს ასეთი განცხადებების არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ უნდა იყვნენ მიზანმიმართულები. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რუსეთი ახლა, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს. დიმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა პოსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსულ იმპერიაში გაერთიანებამდე არ არსებობდა და ის კვლავ თავისი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი უნდა გახდეს. მედვედევის გვერდზე ეს ინფორმაცია გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა. მოგვიანებით, მისმა თანაშემწემ, ოლეგ ოსიპოვამ განაცხადა, რომ მედვედევის ოფიციალური ვერდი გატეხეს.