სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაციას, დამატებით, 200 ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი გადასცა. ტექნიკის ნაწილი გურიის რეგიონში ფერმერებს უკვე დაურიგდათ. აპარატების გადაცემის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დაესწრნენ. აღნიშნული ტექნიკა ეტაპობრივად განაწილდება სხვა რეგიონებშიც.