ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, 46-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან 33 საჰაერო თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. დანარჩენი ღია ადგილებში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. საჰაერო განგაშის ხმა ისრაელის ქალაქ სდეროთში, აშკელონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონსა და ხოლონშიც ისმოდა. თელ-ავივის მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარს ხსნის.