ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს სოჭში შეხვდენენ. მედიის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის შეხვედრაზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, პრეზიდენტები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და სამშენებლო ინდუსტრიებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივ განცხადებაში რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ „სტამბოლის შეთანხმების სრული განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის, სასუქისა და მათი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შეუფერხებელ ექსპორტს“. ამასთან, ლიდერები რუსული ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდა.