ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ. ევროპელ პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ ივანიშვილზე ოლიგარქიული წარმოდგენის უარყოფა, სწორედ იმის მტკიცებულებაა რომ ის ოლიგარქია. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ყველა აუცილებელი დახმარება უნდა წარმოადგინოს და სტიმული მისცეს საქართველოს, ევროკავშირის წევრობისკენ სავალ გზაზე. მათი აზრით საქართველოში ახლა შიდაპოლიტიკური განხეთქილებაა დასაძლევი იმისთვის რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციას მიაღწიოს. ევროპელი პარლამენტარების განცხადებებით ირკვევა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მათი შეფასებით გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა, დააზიანოს ქვეყნის შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.