საქართველოშ რეინჯერთა დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ღონისძიება გაიმართა. სააგენტომ, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 50 მდე რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს კომპენსაციები გადაეცათ. რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. საქართველომ წელს ეს დღე დაგვიანებით აღნიშნა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 გმირი პროფესიონალი შეიწირა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს.