ხორვატიის ჩრდილოეთით, ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. პოლონური მედიის ცნობით, არიან დიდი რაოდენობით დაშავებულები, რომლებიც ზაგრების, ვარაჟდინასა და ჩაკოვცის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ყველა ადამიანი პოლონეთის მოქალაქეა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცის თქმით, ავტობუსში მომლოცველები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბოსნია-ჰერცოგოვინის მიმართულებით მიდიოდნენ.