პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ 2022/2023 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით 15 აგვისტოს შეიკრიბა და ვარჯიშებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზის დარბაზსა და რუსთავის სტადიონის მოედანზე ატარებს.
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ‘შავმა ლომმა’ 3-ით ნაკლები, 33 მოთამაშე დააკონტრაქტა. სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდი დატოვეს ნიკა აბულაძემ, გოგა ხუროშვილმა, გიორგი პერტაიამ, მიხეილ ორაგველიძემ, მიხეილ წიკლაურმა, ლაშა ჯაიანმა, იოსებ გუშარაშვილმა, კოკი თხილაიშვილმა, გიორგი ბეგაძემ, დავით მოძღვრიშვილმა, სანდრო სვანიძემ და გურამ ქანდაურაშვილმა.
ფრენჩაიზს შეუერთდნენ ლელოდან დავით აბდუშელიშვილი, გიორგი მარგალიტაძე და თორნიკე კახოიძე, ლოკომოტივ-პენზადან გიორგი ჭყოიძე, ბათუმიდან გიორგი ჩხარტიშვილი, აჟენიდან გრიგორ ქერდიყოშვილი, აიადან პაატა გალდავა, ენისეიდან მიხეილ გაჩეჩილაძე და ყოჩებიდან თემო ჭიჭინაძე. გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს სოსო მათიაშვილი.
ახალი ფორმაციის "შავ ლომში" 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.
‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022 წლის სეზონს და ტიტულის დაცვას 11 სექტემბერს ბათუმში, საქართველს ჩემპიონ „ბათუმთან“ მატჩით იწყებს. მანამდე გუნდი ორი კვირის განმავლობაში რუსთავსა და თბილისში მოემზადება, 29 აგვისტოდან კი შეკრებას ქუთაისში დაიწყებს და ბათუმშიც პირდაპირ იქიდან გაემგზავრება.
შავი ლომი 2022 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:პირველი ხაზში იქნებიან: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გოგა ქადარია; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია, ტარიელ დონაძე.
მეორე ხაზში ვიხილავთ: ნოდარ ჭეიშვილს, მიხეილ ბაბუნაშვილს, გრიგორ ქერდიყოშვილს და თორნიკე აქუბარდიას.
მესამე ხაზს დააკომპლექტებენ: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, პაატა გალდავა და მიხეილ გაჩეჩილაძე.