11:30
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოს მშპ 12.1%-ით გაიზარდა - ეკონომიკა 50 მლრდ-მდე გაიზარდა
20-03-2020

წინასწარი მონაცემებით 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 მილიარდ 2 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით - 14.4 პროცენტით,  გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა - ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 11.5 პროცენტით.
შემდგომ პოზიციებს იკავებს: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები