09:46
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
18-05-2020

2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა.

ამასთანავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 62.9 პროცენტი შეადგინა.

გარდა ამისა 2019 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაქირავებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს გადააჭარბა.

თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართვეოლში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.

თუმცა მიუხედავად ამისა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2020 წელს უმუშევრობის დონე 11.6 პროცენტზე გაცილებით მაღალი იქნება. ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილი თქმით, წელს უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი ერთის მხრივ კონორავირუსისგან შექმნილი ეკონომიკური ზარალი, ხოლო მეორეს მხრივ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილება იქნება

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები