23:36
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წელს საფრანგეთის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება
03-06-2020

კორონავირუსული კრიზისის გამო, წელს საფრანგეთის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება - ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკა წინა სამ თვესთან შედარებით 5,3%-ით შემცირდა, რაც შემცირების ყველაზე სწრაფი ტემპია 1968 წლის შემდეგ.

მინისტრის თქმით, მთავრობა ცდილობს თავიდან აიცილოს საცალო გაყიდვების სექტორში მოქმედი კომპანიების გაკოტრება და ეძებს მყიდველებს ტანსაცმლის ისეთი მსხვილ ქსელებისთვის როგორიცაა Camaieu, Conforama და La Halle, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს. მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ დაეხმრებიან ტურიზმსა და ავტოინდუსტრიას, ასევე ხელისუფლება ამზადებს გეგმას ავიაკომპანიების მხარდასაჭერად.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები