13:11
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წლის მეორე კვარტალში Saudi Aramco-ს მოგება ოთხჯერ შემცირდა
11-08-2020

ნავთობის მოპოვებისა და მარაგების მიხედვით მსოფლიოში უმსხვილესი სანავთობო კომპანიის Saudi Aramco-ს სუფთა მოგებამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 24 მილიარდ 700 მილიონი დოლარი იყო.
მაჩვენებლის ვარდნა განაპირობა კორონავირუსის პანდემიამ და საფასო კონიუნქტურის გაუარესებამ. მიუხედავად ამისა, აქციონერების დივიდენდები გაიზარდა. კერძოდ, 1-ელ კვარტალში 13 მილიარდ 400 მილიონი იყო; ხოლო მე-2-ში - 18 მილიარდ 750 მილიონი იყო.
სუფთა ფულადმა დინებამ მეორე კვარტალში 6 მილიარდ 100 მილიონი შეადგინა, რაც სამჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. კომპანია საანგარიშო პერიოდში დღე-ღამეში 12 მილიარდ 700 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები