15:25
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა რეკორდული ტემპით შემცირდა
01-05-2020

კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა მარტში ევროზონაში ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა რეკორდული ტემპით დაეცა.

ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, სავალუტო ბლოკის 19 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ევროზონის ისტორიაში.

Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ექსპერტები ევროზონაში 3,5%-იან შემცირებას პროგნოზირებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,1%-ით გაიზარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები