10:32
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა - რომელ ადგილს იკავებს საქართველო
24-03-2020

გაერო 2020 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 156 ქვეყანაში ჩატარდა, 6 ინდიკატორი ჰქონდა, რის მიხედვითაც ქვეყნის ბედნიერების ინდექსი დგინდება. ეს ინდიკატორებია: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-3 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია. ბოლო 5 ადგილს კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რუანდა, ზიმბაბვე, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი იკავებენ.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყანას შორის საქართველო 117-ე ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი -89-ე, თურქეთი -93-ე, ხოლო რუსეთი 73-ე ადგილზე იმყოფება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები