იტალია - მოდის, სტიილისა ხელოვნების სავანე. ადგილი, სადაც ათეულობით ცნობილი ხელოვანი ქმნიდა და შემდეგ მსოფლიოს კარნახობდა მოდის ტენდენციებს. განსაკუთრებით მილანი, რომელიც მოდის ჩვენებისთვის განკუთვნილი ქალაქი გახლდათ და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს, სადაც პირველსავე პერფორმანსზე 40-მდე იმ დროისათვის სახელგანთქმული დიზაინერი იღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ პროფესიონალთა მიერ შექმნილი კოსტიუმების დემონსტრირება სახალხოდ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.Guchi, Armani, Versace, Valentino და რა თქმა უნდა Dolce&Gabbana - ყველა არა მხოლოდ იტალიური მოდის ისტორიის ნაწილად იქცა, სწორედ ამ სამოდელო სახლების მიერ წარმოდგენილი ტენდენციები უკვე ათეული წლებია მსოფლიოს კარნახობს სტილს, გემოვნებას, მოდას. დღევანდელი ჩვენი გადაცემაში ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და სამკაულების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდის - Dolce & Gabbana-ს შესახებ მოგიყვებით.
მეოცე საუკუნის 80-იან წლებში იტალიელი დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მიერ შეიქმნა იტალიური მოდის სახლი, რომელსაც დღეს მსოფლიო იცნობს. როგორც ყოველთვის გადაცემას ბრენდის დამაარსებლებით დავიწყებთ, რომელთა ძალისხმევით შეიქმნა და დღემდე განაგრძობს მომხმარებლის გაკვირვებას უმშვენიერესი ტანსაცმელი სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებისთვის.
როგორც წესი გადატანილი სირთულეები ბევრისთვის მომდევნო თამამი ნაბიჯების გარანტია და მათ შემთხვევაშიც ასე მოხდა. უკვე 1987 მოდის ჩვენებამ მილანში სულ რაღაც ერთ დღეში დიდი აუდიტორიის ყურადღების მიქცევა მოახერხა. როგორც თვითონ აღნიშნავდნენ შემდეგ: „ რომ არა ის შემთხვევა, ახლაც ერთ-ერთი მოდის სახლში ვიქნებოდით რიგითი დიზაინერები. რადგან მივხვდით, თუ ახლაც ვერ შევძლებდით დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები, დრო იყო ამ ბიზნესისთვის საერთოდაც დაგვენებებინა თავი.“ თუმცა სასწაული მოხდა, რომელსაც არავინ ელოდა. ძალიან მალე მოდურმა მაღაზიებმა და საცალო ერთეულებმა მოითხოვეს მათი უახლესი კოლექციის ექსკლუზივი. მომდევნო წელი ბრენდისთვის საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა განსაკუთრებით იაპონურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავის ტერიტორიაზე კომპანიის ოფიციალური წარმდგენი გახდა. 1989 წელს გამოჩნდა ქალის თეთრეულის და საცურაო კოსტიუმების ხაზი. Dolce & Gabbana-მ თავისი პროდუქციის ექსპორტი იაპონიის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაიწყო, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სადაც 1990 წლისთვის საკუთარი შოურუმიც გახსნეს. ამ წელს გამოჩნდა ე.წ. „სიცილიური კაბა“ რომელიც ასე ძალიან შეუყვარდა მსოფლიოს. კაბა კი პირველად მადონამ წარადგინა, მისი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე Dolce & Gabbana-ს კორსეტით ფურორი გამოიწვია პრესაში. უნდა აღინიშნოს რომ თავისი ტურნესთვის მადონამ 1500 ცალი კოსტიუმი შეუკვეთა კომპანიის, რაც მათთვის საუკეთესო რეკლამა იყო, ამ ტურნეს შემდეგ მსოფლიო მნიშვნელობის სხვა ასევე ცნობილი სახეების ყურადღებაც მიიქციეს.
ფინანსური მოგება იზრდებოდა და მათი მაღაზიების ქსელი არა მხოლოდ იტალიაში მის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის სინგაპურში, სეულსა და ჰონკონგში. მსოფლიო ტურნესთვის უკვე 90-იანი წლების ბოლოს დიზაინერები Wintey Huston - სთვისაც ქმნიან კოსტიუმებს, რომლითაც მან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიარა.
დღესდღეობით 41 ქვეყანაში, 222 მონობრენდის მაღაზიაა, თუმცა მისი პროდუქცია 80-მდე ქვეყანაში იყიდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სახელგანთქმული მოდის სახლია. ბრენდზე, მის დამაარსებლებზე და ზოგადად კომპანიაზე 20მდე წიგნია დაწერილი. მათ მიერ განვლილი საინტერესო შემოქმედებითი გაზა, რომელიც დღემდე განაგრძობს ისტორიის წერას კიდვ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შემთხვევაში შესაძლებელი წარმატების მასშტაბებს. რომ ხშირად მნიშვნელოვანი საქმეები მცირედით იწყება, მთავარი მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმაა.