22:16
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2025 წლამდე მობილური კავშირის ოპერატორები ქსელის განვითარებაში 1,1 ტრილიონ დოლარს ჩადებენ
25-02-2021

2025 წლამდე მობილური კავშირის ოპერატორები მთელი მსოფლიოდან დარგის განვითარებისთვის 1 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ამის შესახებ GSMA ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა მსოფლიო მობილურ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც შანხაიში გაიხსნა. მისი თქმით, ინვესტიციების 80% მოვა 5G ქსელის სტანდარტის განვითარებაზე.

ამასთან, როგორც ასოციაციის დირექტორმა განაცხადა, უკვე 2021 წლისთვის 5G ქსელით დაიფარება დედამიწის 1/5. ამ დროისთვის კი, როგორც მან დააზუსტა, მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია 5G ქსელზე მომუშავე 200 სხვადასხვა მობილური მოწყობილობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები