ბრენდი, რომლის შესახებაც დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით სულ რაღაც 35 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ტრანსნაციონალურ ტექნოლოგიურ კორპორაციად იქცა. Huawei Technologies აპროექტებს, ავითარებს, აწარმოებს და ყიდის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას, სამომხმარებლო ელექტრონიკას და სხვადასხვა სმარტ მოწყობილობებს. კორპორაცია 1987 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი კი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის პოლკის უფროსის ყოფილი მოადგილე რენ ჟენფეი გახლავთ, რომლის თაოსნობითა და მონდომებით კომპანიამ ასეთ მასშტაბებს მიაღწია. წლების განმავლობაში ბრენდი გაფართოვდა და ამჯერად სატელეკომუნიკაციო ქსელებს, საკონსულტაციო სერვისებსა და აღჭურვილობას მოიცავს როგორც ჩინეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. პროდუქტები და სერვისები 170-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში განათავსა და მთელს მსოფლიოში ამ ეტაპზე 195 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
ყველაფერი კი ერთი მონდომებული ადამიანითა და სახელმწიფო მხარდაჭერით დაიწყო. 1980-იან წლებში ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ქვეყნის განუვითარებელი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. სატელეკომუნიკაციო ქსელის ძირითადი კომპონენტი იყო სატელეფონო გაცვლის გადამრთველები და 1980-იანი წლების ბოლოს, რამდენიმე ჩინური კვლევითი ჯგუფი ცდილობდა შეეძინა და განავითარებინა ტექნოლოგია, ჩვეულებრივ, უცხოურ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების მეშვეობით. 1987 წელს შენჟენში რენ ჟენფეიმ, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საინჟინრო კორპუსის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, გადაწყვიტა გაეხსნა კომპანია, რომლის დახმარებით რენი იმედოვნებდა, რომ აეწყო სისტემა, რომელიც მხოლოდ ჩინური პროდუქციით შეივსებოდა და ამით კონკურენციას გაუწევდა ან საბოლოოდ ჩაანაცვლებდა უცხოელ კონკურენტებს. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის ბიზნეს მოდელი ძირითადად შედგებოდა ჰონგ კონგიდან იმპორტირებული კერძო ბირჟის ფილიალების გადამრთველების გადაყიდვისგან. იმავდროულად, ინვესტიციას ახორციელებდა საკუთარი ტექნოლოგიების წარმოებისთვის კვლევასა და განვითარებაში. 1990 წლისთვის კომპანიას დაახლოებით 600 თანამშრომლით დაიწყო დამოუკიდებელი კომერციალიზაცია, რომელიც გამიზნული იყო სასტუმროებისა და მცირე საწარმოებისთვის. კომპანიის პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა 1993 წელს მოხდა, როდესაც C&C 08 გამოუშვა - პროგრამის კონტროლირებადი სატელეფონო ჩამრთველი. იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე მძლავრი გადამრთველი ჩინეთში. თავდაპირველად მცირე ქალაქებსა და სოფლებში კომპანიამ მოიპოვა ბაზრის წილი და გზა გაიკვალა მეინსტრიმ ბაზრამდე.
2018 წლისთვის Huawei-ს შემოსავალი 105.1 მილიარდი დოლარი იყო, წმინდა მოგებით 8.7 მილიარდი ამერიკული დოლარი. 2019 წლის I კვარტალში შემოსავალი 39%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რამაც 26,76 მილიარდ დოლარი შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში Huawei გახდა მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების ლიდერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ პირველად გაუსწრო Samsung-ს. კომპანია დღემდე აგრძელებს განვითარებას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქციის შეთავაზებას.