მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 936 მლნ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 571 მლნ დოლარია, იმპორტი კი 8 მილიარდ 365 მლნ დოლარს შეადგენს. იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67% შეადგინა.
პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.